ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

კომპანია გოჩიტს ბურგერი წარმოადგენს ფასტ ფუდ რესტორნების ქსელს. ჩვენი ფილიალები მდებარეობს საქართველოს მასშტაბით თბილისში ქუთაისსა და ფოთში. ასევე სეზონურად გვაქვს მომსახურება ბათუმში ბაკურიანში და ასევე სხვა საქართველოს კურორტულ ზონებში.


გოჩიტს ბურგერის იდეა დაიბადა 2014 წელს როცა ამ კომპანიის დამფუძნებლებმა შეიმუშავეს უნიკალური რეცეფტი ბურგერების დამზადების და დაიწყეს ჰობის დონეზე სამეგობრო წრეში პერიოდულად მათი დამზადება .

იქიდან გამომდინარე რომ ყველას მოწონდა ამ ორი ადამიანის მიერ შექმნილი ბურგერები მოგვიანებით მაგრამ მაინც გადაწყდა ობიექტის გახსნა. თბილისში ვაჟა ფშაველას გამზირზე 2019 წლის პირველ თებერვალს გაიხსნა გოჩიტს ბურგერის პირველი ფილიალი და აღსანიშნავი ფაქტია ის რომ გახსნის დღიდან ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო სიარული რათა დაეგემოვნებინათ ჩვენი პროდუქცია.

ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია ბურგერების ზომამ ( პირველი იყო გოჩიტსი ვინც მომხმარებელს 5 ფენა ხორცით გაკეთებული ბურგერი შესთავაზა საქართველოში) და ასევე ნატურალური შეუზავებელი საქონლის ფარშით დამზადებულმა პროდუქტმა.

ბურგერსშესანიშნავგემოსსძენდასპეციალურადმისთვისშექმნილისოუსი,რომლისმომზადებისტექნიკაცუნიკალურია.

მომზადების სტილი ,,სმეშდ ბურგერი'' (ნიშნავს დაჭყლეტილ ბურგერს) რომელსაც გოჩიტს ბურგერი იყენებს არის უგემრიელესი და პირველად სწორედ გოჩიტსმა დაიწყო საქართველოში მისი გამოყენება. ძალიან მალე მოიპოვა ცნობადობა ბრენდმა საქართველოს მასშტაბით.

მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყდა ფილიალების გახსნა თბილისის სხვადასხვა უბნებში ეტაპობრივათ.

მეორე ფილიალი გაიხსნა დიღომში მალევე გაიხსნა ძველ თბილისში აბანოთუბანში, შემდეგ მოყვა ისთ ფოინთში ფილიალის გახსნა და 2020 წლის 10 თებერვალს გაიხსნა აღმაშენებელის 149ა ნომერში მეხუთე ფილიალი. იქიდან გამომდინარე რომ ქსელი გაიზარდა კომპანიამ გადაწყვიტა ქონოდა საკუთარი საწარმო სადაც მოხდებოდა ხორცის სოუსის და სხვა ინგრედიენტების დამუშავება და დისტრიბუცია, რათა ობიექტები სწრაფად მომსახურებოდნენ მომხმარებლებს, რაც ასევე მალე განხორციელდა უმაღლესი სტანდარტების მქონე საწარმოს შექმნა სადაც ასევე გაკეთდა დიდი საცხობი რომ შექმნილიყო სპეციალური რეცეფტით გოჩიტსის უგემრიელესი ბურგერის პური. შემდეგ პანდემიის პერიოდშიც გაგრძელდა გოჩიტსის გაფართოვება, ჩვენ გადავედით ფრენშაიზის სისტემაზე და დღეის მდგომარეობით გვაქვს 10 ობიექტი. პირველი ქართული სწრაფი კვების ობიექტი არის გოჩიტსი ვინც ოფიციალურად გასცემს ფრენშაიზსს საქართველოს მასშტაბით და ასევე საქართველოს გარეთ პარტნიორებზე უმაღლეს დონეზე მორგებული პირობებით. 

კომპანიის დამფუძნებლები გელა და გიორგი გოჩიტაშვილები არიან ტყუპი ძმები რომლებიც აქტიურად მუშაობენ კომპანიის განვითარებაზე და მათი მიზანია მსოფლიოს გააცნონ გოჩიტს ბურგერი როგორც ქართული ბრენდი.